ინდაურის რულეტი სოკოს მარინადით
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 52 ნახვა
ინდაურის რულეტი სოკოს მარინადით

ინდაურის ფილეს ჩანაცვლება შესაძლებელია დიდი ზომის ქათმის ფილეთი. ასეთ შემთხვევაში ღუმელში მისი მომზადების დრო ცოტა შემცირდება.
საჭირო მასალა

1 ცალი ინდაურის ფილე
1 კონა ოხრახუში
ლიმონის წვენი
4 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკის მოგრძო, წვრილი ნაჭრები
100 გრ სოკოს მარინადი ან შემწვარი სოკო
3 ს.კ. გახეხილი ყველი
100 მლ თეთრი ღვინო ან ბულიონი
მარილი და პილპილი

მომზადება

ფილე სიბრტყეზე თხლად ჩავჭრათ, ოღონდ ბოლომდე არა, კიდეზე დავტოვოთ მთლიანი. შემდეგ შიდა მხრიდან გარეთ კიდევ ერთი თხელი ფენა ჩავაჭრათ, ისე, რომ მთლიანობა არ დაირღვეს და ფილეს ნაჭრები ორივე მხარეს წიგნივით იშლებოდეს. მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ ლიმონის წვენი.

ფილეზე ჯერ დაჭრილი ოხრახუში გავანაწილოთ, შემდეგ სიგრძეზე დავალაგოთ წიწაკის ჩხირები, სოკო, ყველი და მჭიდროდ გადავახვიოთ. დავამაგროთ ჩხირებით ან ძაფით.

ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და გავაცხელოთ. ყველა მხრიდან შევწვათ რულეტი, შემდეგ დავასხათ ღვინო ან ბულიონი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დავასრულოთ მზადება, 20-30 წუთი დაახლოებით.

შეგვიძლია მივირთვათ როგორც თბილი სალათთან ან ბოსტნეულთან, ასევე ცივად.

ინდაურის ფილეს ჩანაცვლება შესაძლებელია დიდი ზომის ქათმის ფილეთი. ასეთ შემთხვევაში ღუმელში მისი მომზადების დრო ცოტა შემცირდება.