დღესასწაულების დროს დღეში 200-300 გრამს ვიმატებთ
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 25 ნახვა
დღესასწაულების დროს დღეში 200-300 გრამს ვიმატებთ

დაიწყო გაუთავებელი სადღესასწაულო სუფრების პერიოდი. ძალიან ხშირად ახალი წლის შემდეგ სიხარულის მაგივრად დანაშაულის გრძნობა და ზედმეტი კილოგრამები გვრჩება. ნუ დაღონდებით! არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც გამოასწორებს თქვენი სხეულისთვის მიყენებულ ზიანს.
მაშ ასე, თუ თქვენ წინა დღით ძალიან ბევრი ცხიმიანი საკვები მიიღეთ, იმისათვის, რომ განიტვირთოთ, ნუ იშიმშილებთ. ამის მაგივრად მიირთვით რაიმე მსუბუქი, უცხიმო საკვები: მიუსლი უცხიმო რძით, ბოსტნეული, ხილი.

დალიეთ ბევრი ჩვეულებრივი ან მინერალური წყალი – ეს დაეხმარება საჭმლის გადამუშავებას, გამოიტანს ორგანიზმიდან ტოქსინებს და დააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

თუ ბევრი მარილიანი საკვები მიიღეთ, დილიდან უნდა მიიღოთ რაიმე შარდმდენი საშუალება: უკეთესია გვირილის ან მწვანე ჩაი, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით, 2-3 ჭიქა. ამ დღეს მიირთვით ბრინჯი.

თუ ტკბილს მიეძალეთ და ნახშირწყლების მიღება გადააჭარბეთ, ალკოჰოლსაც წაეტანეთ, მაშინ დღესასწაულების შემდეგ კარგი იქნება, თუ მსუბუქ ცილოვან დიეტას დაიცავთ: მიიღეთ მეტი რძის პროდუქტი, მჭლე ხორცი, ასევე ბოსტნეული.

მიიღეთ ბევრი სითხე (ნახშირწყლებისა და კოფეინის გარეშე); უკეთესია ბალახების ჩაი ან მინერალური წყალი; შესაძლებელია ასევე წყალში გაზავებული ბოსტნეულის წვენი. არ დალიოთ ხილის წვენები, შავი ჩაი, ყავა და გაზიანი სასმელები.

რა არ უნდა გააკეთოთ დღესასწაულების დროს და შემდეგ?

არ აიწონოთ. ამით მხოლოდ ნერვებს მოიშლით. დაიმახსოვრეთ, ეს ზედმეტი წონა – მხოლოდ ზედმეტი სითხეა. მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, დღესასწაულებზე მომატება არც ისე ადვილია.

იმისათვის, რომ ნახევარი კილოთი მოიმატოთ, თქვენ დამატებით 4 000 კალორია უნდა მიიღოთ! ადამიანების უმეტესობა დღესასწაულების დროს ერთ დღეში 200-300 გრამზე მეტს არ იმატებს.

სუფრაზე უარი თქვით ჩიფსებზე, თხილსა და ორცხობილებზე. გაიმეტეთ თქვენი სადღესასწაულო ზედმეტი კალორიები მხოლოდ დელიკატესებისა და სხვა ისეთი საკვებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად არ მიირთმევთ. შოკოლადზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ დაიცავით ზომიერება.

დღესასწაულებზე შეეცადეთ, მეტი დრო მხიარულებას და საუბარს დაუთმოთ და არა ჭამას.