დედა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებისთვის დახმარებას ითხოვს
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 39 ნახვა
დედა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებისთვის დახმარებას ითხოვს

ციალა ცერცვაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებისთვის დახმარებას ითხოვს.

"მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, გულთან მიიტანოთ ჩემი შვილების ჯანმრთელობის გამოუვალი მდგომარეობა და დამეხმარეთ, რომ ჩემი შვილები ინვალიდის ეტლიდან წამოდგნენ და ნორმალური ცხოვრება შეძლონ. 24 წელია, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ვცდილობთ, თუმცა უშედეგოდ. მათი დაავადებაა კუნთების ატროფია და საქართველოში ეს დაავადება არ იკურნება, უფრო მეტიც, 24 წლის მანძილზე პროცესიც კი ვერ შეაჩერეს. მეუღლე გარდამეცვალა და შვილების მოვლა ძალიან მიჭირს. მითუმეტეს, რომ მეც ავად ვარ. ხერხემლის მძიმე ტრამვა მაქვს და აქედან გამომდინარე, ხერხემლის ძლიერი ტკივილი მაწუხებს. ღმერთის წყალობით, გაჩნდა რეალური გზა, რომ ჩემი შვილები ფეხზე დადგნენ, ჩვენ კი საჭირო ფინანსები არ გაგვაჩნია. ისრაელის კლინიკიდან მივიღეთ თანხმობა მათი კვლევებისა და მკურნალობის თაობაზე, რისთვისაც საჭიროა თითო პაციენტზე 38 000 დოლარი. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ და საჭირო თანხა არ გაგვაჩნია. ძალიან გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩემი ტკივილი და ცოტაოდენი თანხით დაგვეხმაროთ. ჩვენთვის ყოველი თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენგან გაღებული ქველმოქმედება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილების გადარჩენაში დამეხმაროთ და გევედრებით, ზურგს ნუ შეგვაქცევთ. ჩემს ოჯახს ჩემს შვილებს მხოლოდ კეთილი ადამიანების თანადგომა თუ გადაარჩენს. ღმერთმა დაგლოცოთ გაწეული თანადგომისთვის, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას", - აცხადებს ციალა ცერცვაძე.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ, თანხმა შემდეგ ანგარიშზე გადარიცხონ: "საქართველოს ბანკი"; ბანკის კოდი: BAGAGE22, მიმღები ცერცვაძე ციალა; ანგარიშის ნომერი: GE71BG0000000306824500. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი თანხის გადახდა "საქართველოს ბანკის" აპარატებიდან. საჭიროა, მითითება - ბარათზე შეტანა, შემდეგ ნახულობთ MAXIMA ბარათს და შეგყავთ ნომერი 54001024004. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ციალა ცერცვაძეს ტელეფონის ნომერზე: 551 33 11 58.