ორსულობის დროს ქალს ფეხის ზომა ეცვლება
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 37 ნახვა
ორსულობის დროს ქალს ფეხის ზომა ეცვლება

უჩვეულო დასკვნა გამოიტანეს აიოვას (აშშ) უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ გაარკვიეს, რომ ორსულობის დროს ქალს ფეხის ზომა ეცვლება.

ექსპერტები 49 ფეხმძიმე ქალს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ორსულობის დროს ქალის ფეხი 2-10 მმ-ით იზრდება. ამასთან, ეს მონაცემი, ორსულობის დროს წონის მატებისგან განსხვავებით, ბავშვის გაჩენის შემდეგ უცვლელი რჩება.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ფეხი პირველი ფეხმძიმობის დროს იზრდება, შემდეგი ორსულობებისას ცვლილებები უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის.

რასთან არის დაკავშირებული ეს კანონზომიერება? სავარაუდოდ, ორსულობის დროს სახსრების გააქტიურებულ მოძრაობასთან.

თქვენ თუ შეგინიშნავთ ფეხმძიმობის დროს, რომ ფეხის ზომა შეგეცვალათ?