71 წლის ვივიენ ვესტვუდის ექსტრავაგანტური ჩაცმულობა: შორტები კოლგოტების ქვეშ
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 33 ნახვა
71 წლის ვივიენ ვესტვუდის ექსტრავაგანტური ჩაცმულობა: შორტები კოლგოტების ქვეშ

 

71 წლის ასაკში ყველაფერი შეგიძლია: ჩაიცვა შორტები და დახეული კოლგოტები, გაიკეთო უცნაური მაკიაჟი და მოუწოდო რევოლუციისკენ, ისევე, როგორც ამას "პანკის დედოფალი" ვივიენ ვესტვუდი აკეთებს.
იხილეთ ფოტოგალერეა

London Fasion Week-ის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე ვივიენ ვესტვუდმა კიდევ ერთხელ მოირგო ხულიგანი გოგოს იმიჯი. ფინალურ გამოსვლაზე ვივიენი შორტებსა და მასზე ამოცმულ დახეულ კოლგოტებში გამოვიდა.

სპეციალურად თავისი სტუმრებისთვის დიზაინერმა შექმნა მაისურები წარწერით "მე - ჯულიან ასანჟი". ამით ვივიენმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება ბრიტანული სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პორტალ Wikuleaks-ის დამაარსებლის ექსტრადიციის შესახებ შვედეთში, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ზოგიერთმა სტუმარმა მოდელიერის ინიციატივა გაიზიარა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მაისური "ასანჟით" მოირგო, მოდელი ჯეიდ პაფიტი იყო.

ვესტვუდის კიდევ ერთ მანიფესტად იქცა მაისური სლოგანით "კლიმატური რევოლუცია". ასე დიზაინერმა გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა საკუთარი კამპანიისთვის კლიმატის რადიკალური ცვლილების შესწავლის დარგში.

საოცარი იყო დიზაინერის მაკიაჟიც. მოდელების გარეგნობაც შთამბეჭდავი გამოვიდა: ვიზაჟისტებმა მათი სახეები სხვადასხვა საღებავით შეღებეს.

თავად კოლექცია არც ისეთი ეპატაჟური იყო, როგორც სხვა დროს: ქვედაბოლოები და კარდიგანები სერიალ "შეშლილების" გმირების სტილში, თამამი მინი-კაბები და 60-იანების სტილის პალტო; ასევე, ლანა დელ რეის მსგავსი ყვავილების გვირგვინები.