The Most Expensive - ყველაზე ძვირადღირებული
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 15:06 · 43 ნახვა
The Most Expensive - ყველაზე ძვირადღირებული

როდესაც გაქვს ფული თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ამ ნიუსში გთავაზობთ ძვირადღირებულ
ნივთებს, რომლებიცუკვე შეიძინეს მილიონერებმა.. [u]მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული:

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა მანქანამ, რომელიც $12.15 მილიონი დოლარი
ღირს ერთ-ერთ აუქციონზე რეკორდი მოხსნა და ყველაზე ძვირად გაიყიდა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ჰამბურგერი 200 დოლარი ღირს.
მან რეკორდი მოხსნა როგორც ყველაზე დიდი და ძვირი ჰამბურგერი
სწრაფი კვების ობიექტივში. მისი ყიდვა მხოლოდ დასავლეთ ლონდონში
შეიძლება თუმცა შესაძლებელია ცხელი ხაზითაც.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გიტარა ერთ-ერთ აუქციონზე $2.8 მილიონ
დოლარად გაიყიდა. გიტარა იმით გამოირჩევა რომ მას უამრავი ცნობილი მომღერლის
ხელმოწერა, ავტოგრაფი აქვს თან. მაგალითად ეს ადამიანები არიან Jimmy Page, Eric
Clapton, Mick Jagger, Bryan Adams, Keith Richards, Paul McCartney და Sting-ი.

ამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული აიფონის ფასი $3.2 მილიონი დოლარია.
ამ დიზაინის წარმოება ბრიტანეთში დაიწყო. აიფონი გაფორმებულია ბრილიანტის
თვლებით, ალმასებითა და მყარი ოქროთი. ასევე ძვირფასი თვლებით არის
გაფორმებული აიფონის უკან არსებული "Apple"-ს ლოგოც.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საშობაო სასმელის ფასია $ 210,000.
მსგავსი სასმელი იშვიათობაა, რადგან მხოლოდ 100 ბოთლი არსებობს. ის შეიქმნა
Killian Hennessy-ს 100 წლის თავის აღსანიშნავად. ყურადღება მისაქცვებია ბოთლის
დიზაინიც. ის ბრინჯაოს ყუთშია შეფუთული რომელსაც სარკისებური მინები ამშვენებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლის ფასი $150 მილიონი დოლარია!
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ის $50 მილიონი დოლარით ძვირია აშშ-ს თეთრ
სახლზე. სახლში შედის: სასამართლოს დარბაზი, 103 ოთახი, ოქროთი მოპირკეთებული
იატაკები, ასევე ბოულინგის ხეივანი, ჩოგბურთის კორტი, 50 ადგილიანი სკრინინგ ცენტრი,
მიწისქვეშა ავტოფარეხი 8 ლიმუზინით. სახლის გვერდით უამრავი ცნობილი ადამიანი
ცხოვრობს. მათ შორის ელტონ ჯონიც. (სამწუხაროდ სახლში ვინ ცხოვრობს ვერ დავადგინე)

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავტოსადგომი 300,000 დოლარად შეიძინეს.
აქ თავმოყრილია მსოფლიოში ცნობილი და ძვირაღირებული მანქანები.

2008 წელს დასახელებული ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბა
$12 მილიონ დოლარად შეფასდა. ერთი შეხედვით კაბა გასაოგნებელი არ არის
თუმცა ალბათ ნამდვილად გაოგნდებით მაშინ, როცა გაიგებთ რომ კაბა
მორთულია ბრილიანტის თვლებით, იშვიათი ძვირფასი ქვებით, თეთრი ოქროთი
და დაახლოებით 1,000 მარგალიტით. მისი შემქმნელი Renee Strauss-ია.

ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბის შემდეგ მამაკაცსაც
არ აწყენდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კოსტიუმის მორგება.
მისი ფასი კაბასგან განსხვავებით 100,000 დოლარია. ის გაფორმებულია
ოქროსა და პლატინის ძაფებით, ასევე ალმასის ღილებით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ძაღლი ჩინელმა მილიონერმა
გასაოგნებელ ფასად 582,000 დოლარად შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით
როდესაც პატრონი და ძაღლი ჩინეთში ჩავიდნენ აეროპორტში დიდი
ზარზეიმით დახვდნენ მათ. ხანდახან ძაღლებსაც უმართლებთ არა ?