რას წერს ეკა ხოფერია ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2017 17:27 · 223 ნახვა
რას წერს ეკა ხოფერია ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

ჟურნალისტი, ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს: 

მე დავამთავრე 58 სკოლა. როგორც იტყვიან, გრგვინავდა მაშინ, ყველა ცნობილი თუ მომავალში ცნობილი კალათბურთელი, სპორტსმენი და ყველა, ყველა იქ სწავლობდა.

ჩვენ რომ დავამთავრეთ , მერე დაიწყო 90-იანი წლების ამბავი და უბედურება. თუმცა, გარჩევ-გამორჩევების ტრადიცია რომ იქამდე არსებობდა და ჩხუბები კი იცით. ჩვენი სკოლა მერე დაანგრიეს და კარგა ხანი მომთაბარე ცხოვრებით ვცხოვრობდით. ვერიდან ჯერ ოპერის ქვემოთ 46-ში შეგვიკედლეს, მერე დიდუბეში მეასეში, მერე ჭავჭავაძეზე, მთაწმინდაზე... ყოველი ახალი უბანი და ახალი სკოლა ახალი ადაპტაციის და გარჩევების მიზეზი ხდებოდა. ყველა, უკლებლივ ყველა , დიდ თუ პატარა უთანხმოებას , ფაფარაშლილი ლომებივით დასდევდნენ მასწავლებლები. ან საიდან იგებდნენ, ან როგორ ასწრებდნენ.

დედაჩემიც ასწავლიდა 58- ში და მახსოვს, მაგრად მრცხვენოდა ამ ორმეტრიანი ბიჭების ჩხუბში ჩამხტარი ნანა( დედაჩემი) დარეჯანი( ჩემი მეორე კლასელის დედა), ჩემი დამრიგებელი, სასწავლო ნაწილი, დირექტორი, მწვრთნელები...

ერთხელ მახსოვს მეასე სკოლელებთან იყო ამბავი, ბეწვზე მიუსწრეს ორივე სკოლის მასწავლებლებმა და მშობლებმა...

მერე უკვე 90-იანებში მთაწმინდაზე გადასულებს , სხვა პრობლემები შეექმნათ. ერთხელ სასაფლაოზე " დასტრელეს" ბიჭებმა და ამათ იქაც მიუსწრეს. როგორ იგებდნენ, როგორ ახერხებდნენ არ ვიცი. ჩხუბი იყო, საბედნიეროდ , მკვლელობით არც ერთი არ დასრულებულა.

ახლა პირობებს რაც ეხება. ფული საერთოდ არ ჰქონდათ მასწავლებლებს, გაჭირდა მაშინ მაგრად ცხოვრება, მერე ჭავჭავავაძის აღმართზე რომ გადაისროლეს ერთადერთი და მართლა მაგარი კალათბურთის სკოლა, მოყინულ აღმართზე ფეხით ადიოდნენ, ცივ ოთახებში გაკვეთილებს ატარებდნენ და კვლავ მოსწავლეების ცხოვრებით ცხოვრობდნენ

მე არც ექსპერტი ვარ, არც რაღაც განსაკუთრებული რეცეპტების გამცემი. გეთანხმებით ტრადიციულ- მენტალური პრობლემების დასახელების მიმართულებით, ბევრ რამეში გეთანხმებით, ზოგ საკითხში - არა.

უდიდესი პასუხისმგებლობაა მასწავლებლობა, უდიდესი და ჩემი ათასმაგი და უსაზღვრო პატივისცემა მათ, ვინც ამ პროფესიას გულით ემსახურება და მილიონი პრობლემის ( სოციალური, სისტემური) მიუხედავად, მაინც პირნათლად ასრულებს მას