უფასო სასადილოების დაფინანსება არ შეიცვლება - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2017 15:39 · 35 ნახვა
უფასო სასადილოების დაფინანსება არ შეიცვლება - კახა კალაძე

ქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ უფასო სასადილოების დაფინანსების კუთხით მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

„ის თანხები რაც ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო უფასო სასადილოებისთვის, უცვლელად დარჩება. თუმცა სამომავლოდ თუ რაიმე ოპტიმიზაცია იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა, თანხები მიემართება ამ მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ და მძიმეა მათი სოციალური მდგომარეობა, მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - ამბობს კალაძე.