"შეყვარებული ცხვირმოუხოცავი გოგოები დამავიწყდა, "ძველი ბიჭები" რომ მოსწონთ..."
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2017 16:07 · 531 ნახვა
"შეყვარებული ცხვირმოუხოცავი გოგოები დამავიწყდა, "ძველი ბიჭები" რომ მოსწონთ..."

"ქართული საზოგადოების მამრი ნაწილის ინფანტილურობის, სიზარმაცის, აგრესიის და სხვა მრავალი უარყოფითი თვისების გამომწვევი ერთ ერთი (ალბათ მთავარი) მიზეზი მდედრი ნაწილის სპეციფიურ ქცევაში უნდა ვეძებოთ. 


1. დედები, რომლებიც ვაჟებს ისე ზრდიან,რომ არ ასწავლიან რას ნიშნავს ელემენტარული პასუხისმგებლობა. შვილებმა იციან, რომ დედა ყოველთვის და ყველაფერში გაამართლებს და მამასაც ცეცხლზე დაწვავს თუკი ის არ იხსნის მას თუნდაც დამსახურებული სასჯელისაგან. 


2. ცოლები და პარტნიორი ქალები, რომლებიც უკვე ზრდასრულ მამაკაცებს პატიობენ უპასუხისმგებლობას, სიზარმაცეს, უხეშობას, ძალადობასაც კი. მზად არიან თვალები დახუჭონ მათ ლოთობასა თუ ნარკომანობაზე და "დედობრივი მზრუნველობით" მოექცნენ გადაბერებულ უქნარა ოყლაყებს. მათ სარჩენად უცხოეთში წელგაუმართავად იშრომონ ოღონდაც მათ "რჩეულებს" არაფერი მოაკლდეთ.
შეიძლება მავანნი ახლა არ დამეთანხმონ, მაგრამ აბა, მიმოიხედეთ გარშემო და თქვენც იგივეს დაინახავთ.


P.S. შეყვარებული ცხვირმოუხოცავი გოგოები დამავიწყდა, "ძველი ბიჭები" რომ მოსწონთ და ერთმანეთს რომ ახოციებენ შტერ ბიჭებს !", - წერს საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე.