"ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც ბავშვები სკოლას ვტოვებდით, ვასილ სანოძე ისროდა..."
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2017 16:45 · 1826 ნახვა
"ჩიტაძის ქუჩაზე, როდესაც ბავშვები სკოლას ვტოვებდით, ვასილ სანოძე ისროდა..."

"ბ.ნი სააკაშვილის განცხადება წავიკითხე და რამდენიმე პატარა კითხვა გამიჩნდა... მისი პრეზიდენტობის პერიოდში, ჩიტაძის ქუჩაზე, დღის საათებში, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლას ვტოვებდით, ყოფილი შს სამინისტროს შენობიდან, ვასილ სანოძე რომ ისროდა ამ დროს კი ქუჩაზე უამრავი ადამიანი დადიოდა, ის არ იყო დანაშაული? ან, 7 ნოემბერს, ჩემი სკოლელი ბიჭი სახლში, რომ ბრუნდებოდა ( არა აქციიდან), რეზინის ტყვიები რომ დაუშინეს და ძვლები ჩაემსხვრა სრულიად უდანაშაულო ბიჭს, არც ის იყო დანაშაული? 


ალბათ არც ის იყო დანაშაული, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში რომ გამოამწყვდიეს, ერთმა ვერ გაუძლო იქაურ პირობებს, დასუსტდა და მალე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ ნერვიულობით გამოწვეული ლოგონევროზიანი შვილი დახვდა სახლში... 


ჩავიხვიოთ ვაზაგაშვილის ძეგლის ამბავი და ამაზე ვისაუბროთ?! 


ენას ძვალი არ აქვს, როცა პასუხისმგებელი შენ აღარ ხარ, მაშინ ბძნულ აზრებს აფრქვევ... 

აღარც ის ახსოვთ რა ხდებოდა მაშინ... მთავარია ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ და მმართველი პარტია უსუსური გამოვიყვანოთ...", - წერს სოცქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თაკო სანოძე.