„ჩემი ძმისშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია“ - მირზა სუბელიანის და
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 09:44 · 1514 ნახვა
„ჩემი ძმისშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია“ - მირზა სუბელიანის და

პროკურატურის უკვე ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნეს. შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის შვილი სწორედ, ის  მოსწავლეა, რომელსაც გამოძიების ცნობთ, პნევმატური იარაღით უფროსკლასელები დაემუქრნენ.
 
„აი ძალა აღარ მაქვს უკვე ამ დღეების მერე, არც ახსნის აღარც ბრძოლის...  უბრალოდ არ მესმის იქნებ ვინმემ ამიხსანს..როცა შენს 14 წლის შვილს ადებს 6 მეთერმეტე კლასელი ირაღს სკოლაში..და ბავშვი არ ამბობს ოჯახში, რომ არ დატრიალდეს უბედურება და თავის 16 წლის დეიდაშვილს სთხოვს დახმარებას,რის შემდეგცც რიგდებიან მოსულები და დამხვედრები...და ამის შემდეგ ისინი ვისაც არ ეხებოდა ეს საქმე ერთერთის უზრდელობის გამო ერთმანეთში იწყებს გარჩევს რასაც მოყვა ეს ტრაგედია...ვერანაირად ვერ გვამართლებ, რა ნამუსით, მკვლელს, პასუხი ყველამ უნდა აგოს და პირველი რიგში იმ უფროსკლასელებმა და მათმა ოჯახებმაც ვინც ვერ გაზრდა შვილი კაცად ,გაზარდა ЭმოძველბიჭოЭ ელემენტი, რომელიც ჩაგრავს პატარას აი ზემოთ ჩამოთვლილი მენტალიტეტის გამო იმიტომ რომ მეორე პროკურორის შვილია....ბევრი რომ არ ვილაპარაკო ის ბავშვი, რომელსაც დაადეს იარაღი უფროსკლასელებმა ჩემი ძმისშვილია,ის თანამდებობის პირი რომელიც თურმე შვილს და თა ნ მკვლელს ხელს აფარებს ჩემი ძმა....და ეს მაშინ როცა ეს „მამიკოს ბიჭი“ ჩემი ძმისშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია, რადგან უკვე შერიგებული იყო.. იმ დღესვვე ჩააბარა ჩემმა ძმამ პროკურატურას,იმდღესვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წამოსვლაზე ჩემმა ძმამ რომ ვინმეს არ ეფიქრა გამოძიებაზე ზეწოლა იქნებოდა...ის და მისი დეიდაშვილი დღემდე დაკითხვაზე არიან და დაიღუპა სრულიად უდანაშაულო ბავშვები და მე აქ ვკითხულობ, რომ ვიღაც მამიკო და ოჯახი ხელს აფარებენ მკვლელს სადისტს, თან თურმე ძველი ბიჭიც ყოფილა.  პროკურორის შვილი და ძველბიჭობა..რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა დაისაჯოს მკველი უმკაცრესი სასჯელითუბრალოდ...ვინ აგებს პასუხს ჩემი ძმიშვილის დანგრეულ ფსიქიკაზე და მომავალზე ,ან იმაზე რომ ესეთი „მოძველბიჭო“ ტიპები კიდევ არ შეიწირავენ სხვა ოჯახებსაც..იმდენი ტვინი ეყოთ იქნებ მშობლებს თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის პასუხი აგებინონ იმ ოჯახებს ვინც ესეთებად ზრდის და იარაღით უშვებს შვილს სკოლაში. აი ესაა დასაწერი თორე ის ზღაპრები არაფერს ცვლის, არის ვიდეოკამერის ჩაწერები დ გასაჯაროვდება სადაც ნათლად ჩანს ვინაა მკვლელი და ისიც რომ ჩემი ძმიშვილი იმ დრო იქ აღარ იყო, დანარჩენი ყველა აგებს პასუხს ესეთი ცილისწამებისათის...რაც შეეხება იმას რატო მაიც და მაინც ის გამოჩნდა ამბავში ეს მამის თანამდებობის გამო, სხვა ნებისმიერი ჩინოვნიკის შვილი ყოფილიყო მასზე გადატყდებოდა, ხალხს უყვარს და მოსწონს მსგავსი და იმიტომ რომ უფრო ლამაზად ჟღერს ზღაპრები“ , - წერს მირზა სუბელიანის და.

ტეგები