"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი თანამდებობიდან გათავისუფლდა" - გურამ შეროზია
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 11:01 · 813 ნახვა
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი თანამდებობიდან გათავისუფლდა" - გურამ შეროზია

"რა კარგი ამბავია! ჩვენმა, ანუ ლექტორებს და სტუდენტების ბრძოლამ სამართლიანობისთვის, შემართებამ, მონდომებამ - ცოტათი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოიღო შედეგი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი ნინო პატარაია, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა!

მისი ადგილი კი - გიორგი ქადაგიძემ დაიკავა, რაც ნიშნავს დანგრევის პირას მიყვანილი ფაკულტეტის ახალ სიცოცხლეს, ბევრ გამოწვევას, გზას პროგრესისკენ და მეც, ჩემი მხრივ - წარმატებას ვუსურვებ გიორგის და ვულოცავ უნივერსიტეტსაც, სწორ გადაწყვეტილებას.

 

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დავბრუნდებით თუ არა, მთავარია, რომ შეჩერდება ჩვენი წვალებით და თავდაუზოგავი შრომით ნაშენები ფაკულტეტის ნგრევის პროცესი და მას კიდევ გამოუჩნდება პერსპექტივა.

რაც შეეხება ნინოს, არასდროს ვყოფილვარ ბოროტი, ვინმეს "ჩამოლაბორანტება" რომ გამიხარდეს. უფრო მეტიც, ნინო არ იყო კარგი დეკანი და ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, რამაც ლამის ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბევრი სფერო, სადაც მისი კვალიფიკაციის და ცოდნის სწორად და ეფექტიანად გამოყენება შეუძლია და ამას გააკეთებს კიდეც.

გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას, ნინო პატარაიას. 
და კიდევ ერთხელ, ჩემი დიდი სიყვარული, თანადგომა და გულშემატკივრობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს", - წერს ბლოგერი გურამ შეროზია.