უკრაინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანად ჩაისვარა - ნიკა გვარამია
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 15:43 · 407 ნახვა
უკრაინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანად ჩაისვარა - ნიკა გვარამია

"1. სააკაშვილი ვერ დაიჭირეს (ხალხმა არ დაუშვა) და შემოიფარგლენ შინაპატიმრობით. შინაპატიმრობისთვის (ანუ სახლში ჯდომისთვის) აყვანის და დაკავების სპეცოპერაცია არ ტარდება;

2. სააკაშვილი რუსეთის აგენტია და რუსულ რევანშს გეგმავს უკრაინაში - სრულიად უსუსური, დაუსაბუთებეი და აბსურდული ბრალდება, რომელსაც არავინ დაიჯერებს, ნუკრი ქანთარიას და გოგა ხაინდრავას მეტი.

მოკლედ, უკრაინის ხელისუფლებამ სრულმასშტაბიანად ჩაისვარა და ისეთ პედესტალზე აწია საააშვილი, არც რომ უოცნებია. ახლა ელოდოს უმასშტაბურეს გაგრძელებას", - წერს ნიკა გვარამია.