C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 19:05
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ცვლილება შევიდა

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, სკრინინგული ანალიზის შემდეგ პროგრამაში ჩასართავად საჭირო რაოდენობრივ კვლევას უწყება სრულად დააფინანსებს. სხვა სავალდებულო კვლევები კი ისევ თანადაფინანსების პირობებით - სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის 70%-ით, სხვა დანარჩენისთვის კი 30 %-ით დაიფარება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე პროგრამაში 45 000-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული, მკურნალობაში 44 000-ზე მეტი ბენეფიაციარი ჩაერთო, მკურნალობის კურსი კი 38 000-მდე მოქალაქემ დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98%-ია.

ტეგები