„რატომ დაუდგით ძეგლი გიორგის და ბექას მკვლელ ვაზაგაშვილს?“
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 19:47 · 3938 ნახვა
„რატომ დაუდგით ძეგლი გიორგის და ბექას მკვლელ ვაზაგაშვილს?“

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული გიორგი ცააძის და ირინა ცააძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ორ სასტიკად მოკლულ უსაყვარლეს ბიჭს მთელი საზოგადოება დაუდგა გვერდით... რა დააშავა გიორგი გაბუნიამ და ბექა პაპუაშვილმა, რომლებიც სადისტმა ზურა ვაზაგაშვილმა მოკლა სადისტურად? რატომ უსწორდება საზოგადოება ბექას და გიორგის მშობლებს ასე სასტიკად? რატომ აგდებინებენ აბუჩად ვინმე კლოუნ ჩხარტიშვილს გიორგის დედას? რატომ დაუდგით ძეგლი გიორგის და ბექას მკვლელ ვაზაგაშვილს, რატომ? იმიტომ რომ ბარიგა იურას შვილი იყო მკვლელი, სადისტი ვაზაგაშვილი. იმიტომ რომ ფულით მოგისყიდათ მაგ ნაძირალამ. ეს ასე არ იქნება ციცი, მე შენ შეგპირდი, მე რენალის შევპირდი, მე არ დავუშვებ ამას, მე დავანგრევ იმ სადისტის ძეგლს და ნაწილობრივ  მაინც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. სიცოცხლის ფასადახც რომ დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ. 28 დეკემბერს, შენი შვილის გიორგის გარდაცვალების მე-14 წლისთავზე, ეგ უნამუსოების მიერ დადგმული ძეგლი იქ აღარ იქნება“ , - წერს ირინა ცააძე ფეისბუქზე.

ტეგები