ელონ მასკი მარსზე თავისი ავტომობილის გაგზავნას აპირებს
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 20:12 · 61 ნახვა
ელონ მასკი მარსზე თავისი ავტომობილის გაგზავნას აპირებს

რამდენიმე დღის წინ, ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ 2018 წელს, იგი მარსზე თავის ავტომანქანა red Tesla Roadster-ს გაგზავნის.

ცნობისთვის, 2010 წელს, თავის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული ხომალდის, Dragon-ის პირველი გაშვებისას, მასკმა ორბიტაზე ყველის თავი გაუშვა.

მარტში მასკმა განაცხადა, რომ რაკეტა Falcon Heavy-ის პირველი ფრენისას, იგი გეგმავს გაუშვას „ყველაზე სულელური რამ, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ“. ეს რაკეტა SpaceX-ის უდიდესი და უახლესი გამშვებია, რომელსაც შეუძლია მარსზე გაგზავნოს 17 000 კგ ტვირთი.

როგორც მასკი ადასტურებს, Falcon Heavy-ს საინაუგურაციო გაშვება 2018 წლის იანვარში მოხდება.

„ეს ტვირთი იქნება ჩემი ავტომობილი midnight cherry Tesla Roadster, რომელშიც ჩართული იქნება დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity; დანიშნულების ადგილი, რა თქმა უნდა, მარსის ორბიტაა. იგი ღრმა კოსმოსში მილიარდობით წელიწადს დარჩება, თუ არ აფეთქდა“, — დაწერა მასკმა.

ტეგები