„არ არის დღეს სააკაშვილის დაჭერა ჩემი ქვეყნისთვის კარგი“ - თაკო ჩარკვიანი
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 20:44 · 161 ნახვა
„არ არის დღეს სააკაშვილის დაჭერა ჩემი ქვეყნისთვის კარგი“ - თაკო ჩარკვიანი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ეხმაურება:

 

„დღეს მთელი დღე ტელეეკრანთან ვართ, ან ტელეფონით ვეკითხებით ერთმანეთს უკრაინის ამბებს, აღმოვაჩინე, რომ ადამიანი რომლის წინააღმდეგ მთელი ცხრა წელი ოპოზიციაში ვიყავი, სულაც არ მინდა, რომ ახლა ამ დროს, ამ ფორმით დააკავონ - ახლა მე რომ ტყუილი ვთქვა და პოპულისტური სტატუსი (ბევრისთვის მოსაწონი) დავდო, ვის სჭირდება ეგეთი თაკო, მაშინ მე აღარ ვიქნები, ვიღაც სხვა იქნება და თავიც შემეზიზღება ალბათ, ამიტომ რასაც ვფიქრობ იმას ვწერ - დიახ, ის რაც დღეს პუტინის რუსეთისთვის კარგია, ჩემი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, ძალიან. არის ქვების დაგროვების და არის ქვების სროლის დრო - არ არის დღეს სააკაშვილის დაჭერა ჩემი ქვეყნისთვის კარგი“

ტეგები