ლეგენდარული მეკარის ოლივერ კანის სახლი გაქურდეს
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2017 22:49 · 88 ნახვა
ლეგენდარული მეკარის ოლივერ კანის სახლი გაქურდეს

გერმანიაში მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარის ოლივერ კანის სახლი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Focus.de ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბავარიული კლუბის ექსკაპიტანის სახლიდან ქურდებმა სეიფი მოიპარეს.

ინციდენტის მომენტში სახლში არც ყოფილი ფეხბურთელი და არც მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. 

ტეგები