რუსი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვეს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 08:32 · 24 ნახვა
რუსი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით დაუშვეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მხოლოდ ნეიტრალური დროშით შეძლებენ.

ამასთან, ოლიმპიადაზე არ გაჟღერდება რუსული ჰიმნი, რუსეთის ვიცეპრემიერსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ვიტალი მუტკოს კი ოლიმპიადებზე დასწრების უფლება სამუდამოდ ჩამოართვეს.

14 სექტემბერს, 17 ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ანტიდოპინგურმა სააგენტოებმა დოპინგ-სკანდალის გამო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადიდან რუსეთის ნაკრების მოხსნას მხარი დაუჭირეს. ამ გადაწყვეტილებას კიდევ 12 ქვეყანა მიემხრო.

2016 წლის ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსულ სპორტში დოპინგის არსებობის შესახებ გამოძიება დაიწყო.

 

ანტიდოპინგური წესების დარღევევისთვის დასჯილი რუსი სპორტსმენების რიცხვი ამ დროისთვის 22-ს აღწევს. 9 ნოემბერს რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ორი მედალი ჩამოართვეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსი მოთხილამურეები ალექსეი პეტუხოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი შაპოვალოვი და იულია ივანოვი დოპინგის წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.

 

22 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მედლებს კიდევ ოთხ რუს სპორტსმენს ჩამოართმევენ

IOC-ს კომისია, რომელსაც დენის ოსვალდი ხელმძღვანელობს, სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების დოპინგ- ნიმუშების ხელახალი ტესტირებითაა დაკავებული.

 

ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხეთ კორეაში, კერძოდ კი ფიონგჩანგში 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.