ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 11:48 · 271 ნახვა
ბაჩო ახალაია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივა ყველა შემთხვევაში!

 

მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო!

 

არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოეპყრობა უპატივცემულოდ, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი", - წერს ყოფილი მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია.