YouTube-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეოები დასახელდა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 14:38 · 89 ნახვა
YouTube-ზე ყველაზე პოპულარული ვიდეოები დასახელდა

YouTube-მა 2017 წლის ყველაზე პოპულარული ვიდეოების რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილზე ტაივანური შოუ The Mask Singer-ი გავიდა, რომელიც 181 მილიონჯერ ნახეს. 

მეორე ადგილზე ამერიკელი მოცეკვავეები არიან, რომლებმაც ედ შირანის Shape of You-ზე სანახაობა დადგეს. სიაში ასევე შევიდა ბრიტანულ კონკურსზე გამოსული დარსი ლინ ფერმერი, მოკლემეტრაჟიალი მულტფილმი "გულისძგერა", ბილი უერცის მიერ გადაღებული "მთელი მსოფლიოს ისტორია" და პროფესორი რობერტ კელის ინტერვიუ, რომელიც მისმა შვილებმა "ჩაშალეს".

სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წყარო - ტელეკომპანია იმედი