ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 14:38 · 8 ნახვა
ინკლუზიური განათლების საკითხებზე საინიციატივო ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სპეციალური მასწავლებლები, სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მშობელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინკლუზიურ განათლებაში არსებულ გამოწვევებს და კონკრეტულად, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების საკითხს.

მინისტრმა ჯგუფის წევრებს ინკლუზიური განათლების განვითარების საკუთარი ხედვა წარუდგინა, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ინკლუზიურობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. სამომავლო გეგმებში შედის სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო საჭიროებებზე მორგებული სხვა დამატებითი მომსახურებების განვითარება.

მინისტრის თქმით, ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება როგორც მათი ღირსეული ცხოვრების, ასევესაზოგადოების წინსვლის წინაპირობაა. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შშმ პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია.

 ამ შესაძლებლობათა, ნიჭისა და უნარების განვითარება პირველ რიგში საგანმანათლებლო დაწესებულებათა ამოცანაა. ამდენად, ინკლუზიური, ინტეგრირებული სწავლება, ყველასათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა მისი, როგორც განათლების მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფომ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა, ინკლუზიურ განათლება ჯერაც არაერთი გამოწვევის