19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 15:02 · 11 ნახვა
19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს

19-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. ტელეკომპანია იმედის ცნობით, 2018-19 წლების 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა. საქართველოს ნაკრები, აზერბაიჯანის, ისრაელისა და ლიხტენშტეინის ნაკრებ გუნდებთან ერთად პირველი ჯგუფში მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2018 წლის 14, 17 და 20 ნოემბერს თბილისი ჩატარდება.

ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასული ნაკრებები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ივლისში სომხეთი უმასპინძლებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

1 ჯგუფი: საქართველო, ისრაელი, აზერბაიჯანი, ლიხტენშტეინი.
2 ჯგუფი: იტალია, დანია, ფინეთი, ესტონეთი.
3 ჯგუფი: ჩეხეთი, ხორვატია, მაკედონია, ლუქსემბურგი.
4 ჯგუფი: შვედეთი, შოტლანია, უელსი, სან მარინო.
5 ჯგუფი: ინგლისი, თურქეთი, ისლანდია, მოლდოვა.
7 ჯგუფი: ავსტრია, უნგრეთი, სლოვენია, კოსოვო.
8 ჯგუფი: უკრაინა, სლოვაკეთი, ნორვეგია, ალბანეთი.
9 ჯგუფი: სერბეთი, პოლონეთი, ჩრდ. ირლანდია, ყაზახეთი
10 ჯგუფი: ჰოლანდია, ირლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები.
11 ჯგუფი: რუსეთი, მონტენეგრო, კვიპროსი, ლატვია.
12 ჯგუფი: ესპანეთი, შვეიცარია, ბელარუსი, ანდორა.
13 ჯგუფი: საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გიბრალტარი.