ზუგდიდის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 16:00 · 78 ნახვა
ზუგდიდის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსმა დავით ესებუამ თანამდებობა დატოვა.

ზუგდიდის მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუას ინფორმაციიტ, ესებუამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 4 დეკემბერს დატოვა.

უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას, უწყებაში არ ადასტურბენ.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზედამხედველობის და არქიტეტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი მაშინ დააკავეს, როცა ბრალდებულმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15-წლამდე.