თბილისში "ნაციონალების" აქცია დასრულდა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 16:43 · 142 ნახვა
თბილისში "ნაციონალების" აქცია დასრულდა

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა სახელწოდებით "ღირსების მანიფესტაცია" დასრულდა. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებნენ, აქციის მიზანი იყო ხელისუფლებისთვის ეთქვათ, რომ არ შეეგუებიან ქვეყანაში "ოლიგარქიულ მმართველობას".

აქცია-მსვლელობა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს მიზანმიმართულად დევნიან.