საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 17:03 · 16 ნახვა
საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პერუს რესპუბლიკაში (რეზიდენციით ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა) დავით სოლომონიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა პერუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, პედრო პაბლო კუჩინსკის.

 

ცერემონიის შემდეგ პერუს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ საქართველოს ელჩთან ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეების მიერ გამოითქვა მოლოდინი, რომ საქართველო-პერუს ურთიერთობები უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება. შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოსა და პერუს პარტნიორობა საერთაშორისო სტრუქტურებში.

 

ოფიციალური ცერემონია, რომელსაც პერუს საგარეო საქმეთა მინისტრი  ვიქტორ რიკარდო ლუნა მენდოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პიზაროს სასახლეში გაიმართა.