საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მეფეს შეხვდა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 17:20 · 28 ნახვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვედეთის მეფეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-მ მიიღო. ირაკლი კობახიძემ და კარლ გუსტავ XVI-მ საქართველოსა და შვედეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. შვედეთის მეფის განცხადებით, მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და შვედეთის მონარქმა ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გააქტიურდება.