"ჩვენსა და პარალელურ კლასში მეთოდურად არკვევდნენ ვინ "კაი ბიჭი" იყო და ვინ "*ლე"
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 17:42 · 597 ნახვა
"ჩვენსა და პარალელურ კლასში მეთოდურად არკვევდნენ ვინ "კაი ბიჭი" იყო და ვინ "*ლე"

"მაშინ მე-7 კლასში ვიყავი.

მახსოვს საზაფხულო არდადეგებიდან დავბრუნდი სკოლაში. ეგრევე მივხვდი, რომ სიტუაცია კლასში შეცვლილი იყო. რამდენიმე ბიჭი (როგორც ჩანს ზაფხულში "ვიღაცეების" მიერ გაწვრთნილ-დარიგებულნი) ჩვენსა და პარალელურ კლასში მეთოდურად არკვევდნენ ვინ "კაი ბიჭი" იყო და ვინ "*ლე". აი ასე, სპეციალურად, თოთოეულ ბიჭს უწყობდნენ გამოცდას "კაცობაში". ეს გამოცდა გულისხმობდა იმის შემოწმებას, თუ რამდენად შეეძლო ბიჭს ძალადობის აქტის განხორციელება.

იმ მომენტამდე მეგონა, რომ ცუდი ბიჭი არის ის ვინც ცუდად იქცევა და კარგი ბიჭი ვარ მე, ზრდილობიანი, წესიერი, ვინც კარგად სწავლობს და კანონებს არ არღვევს. თურმე ნურას უკაცრავად, "კაი ბიჭი" რომ გერქვას, უკანასკნელი ნაძირალა უნდა იყო, სუსტი დაჩაგრო და "გასაკეთებელი გააკეთო ძმაო".

იმ მომენტამდე ქურდი მეგონა ბოროტი ძია, რომელიც სხვის ნივთებს იპარავს და მერე პოლიცია იჭერს. თურმე ნურას უკაცრავად, ეგ ყოფილა ჩვენი მამა-მარჩენალი, ღმერთი და ყველამ მაგას უნდა დავუჯეროთ.

ანუ 14 წლის ბავშვს, თინეიჯერობაში ახალ ფეხშედგმულს, მთელი სამყარო ამომიყირავეს! უკცებ კარგი ცუდი გახდა და ცუდი კარგი! და მე სრულიად მოუმზადებელი ჩავვარდი ამ ოკეანეში. (უფროსი ძმა ან მეგობარი არ მყავდა, და აქ ალბათ მამაჩემსაც ეკუთვნის საყვედური. არავის არ გაუფრთხილებივარ, არავის მოვუმზადებივარ, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ სისტემასთან შეჯახებისას). მოკლედ ისეთი ელემენტრაული ჭეშმარიტებაც კი არ ვიცოდი, რომ "რაღაც ნიტოს" რომ გეტყვიან უნდა დაარტყა!

"საბედნიეროდ", იმ კონკერულ შემთხვევაში ძირითადად ჯოხი სხვებზე გადატყდა და მე "გამოვძვერი" (ამაში მაშინ და მერეც ხშირად - ჩემი ცოდნაც დამეხმარა, რადაგან "იმათ" ვჭირდებოდი თავად მიხვდით "რა პონტშიც"), მაგრამ ახალმა რეალობამ სულით ხორცამდე შემძრა. მერე უბანშიც იგივე განმეორდა და მალე მივხვდი რომ მთელი ჩვენი საზოგადოება მთლიანად იყო ამ კოშმარული "რაღაცით" გაჟღენთილი.

ბრძოლასაც აზრი არ ჰქონდა. 14 წლის ბავშვი, სისტემას სადაც მილიონობით ადამიანია ჩართული, ვერაფერს უზამს. ის ბიჭები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ჩემნაირად ფიქრობდნენ ან ყოველდღიურ ჩაგვრას განიცდიდნენ (და ჩემი სიბრალულის გარდა ვერაფერს ვშველოდი) ან მთავარ "კაი ბიჭებს" და "მაყურებლებს" ეტმასნებოდნენ, ემლიქვნელებოდნენ და ფეხსაცმელებს ულოკავდნენ (და ჩემში გულისრევას იწვევდნენ).

ასე აღმოვჩნდი რაღაც მომენტში სრულიად მარტო, ფაქტიურად შინაგან ემგრაციაში. სანამ ისინი გამრიყავდნენ თავად გავირიყე ჩემი თავი და ერთადერთი ხსნა ჩემთვის წიგნები გახდა. თან რა წლებია 1992-1993! ჯაბა იოსელიანი ქვეყნის სათავეშია, გელაშვილის კლანი ბორჯომის სტადიონზე ადამიანის თავებით ფეხბურთს თამაშობს და თბილსში კულინარიელები გრიმიტობენ.

თავიდანვე ბიოლოგიური სიძულვილი ჩამომიყალიბდა ყოველგვარი "შავი" "ქუჩური" "კაიბიჭური" გაგებისა და ამ გაგების მქონე ტიპების მიმართ. მე ვცდილობდი "მათთან" შეძლებისდაგვარად მინიმალური კონტაქტი მქონოდა. შორიდან რომ დავინახავდი ქუჩის მეორე მხარეს გადავდიოდი. სადაც ისინი იყვნენ იმ ოთახში არ შევდიოდი და ა.შ. ტყუილს არ გეტყვით, რამდენჯერმე მაინც ვერ გადავურჩი დაბულინგებას, მაგრამ ჩემი განრიდებით ასეთი შემთხვევების რაოდენობა ალბათ მინიმუმამდე დავიყვანე.

შიშზე არ თქვათ. ვფიქრობ, იმ სისტემის ნაწილად გახდომა ბევრად ადვილი იყო, ვიდრე თუნდაც მდუმარე პროტესტი და გავრდზე დგომა!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით წარმოიდგინეთ თუ რაოდენ "პოპულარული" ვიყავი გოგოების თვალში, იმ გოგოებისა რომლებიც თვალებში შესციცინებდნენ "იმათ".

არავითარი ნორმალური თინეიჯერობა და ბედნიერი სტუდენტობა მე არ მქონია. ეს იყო ტანჯვა. მხოლოდ რამდენიმე მეგობარი ამსბუბუქებდა დღეებს.

ასე გადიოდა წლები... ნელ-ნელა გავიზარდე, შევიცვალე, რაღაცეები ვისწავლე (სამწუხაროდ მხოლოდ ჩემს პირად გამოცდილებაზე), "იმათ" ან ერთმანეთი გადახოცეს, ან ციხეზე ჰოპვეს ადგილი, ან წამლის კაიფში გაიპარნენ, ან ჭკუაში ჩაჯდნენ და მათთან ურთიერთობა და მეგობრობაც (!) კვლავ შესაძლებელი გახდა. მოკლედ ვინც გადავურჩით, ამოვძვერით და გავაგრძელეთ ცხოვრება. გოგოებიც აზრზე მოვდნენ და ვინც ნარკომანებზე გათხოვება "ვერ მოასწრო", ნორმალურ ბედსაც ეწია.

სააკაშვილის პერიოდის რეფორმები და ცვლილებები, ჩემთვის დაგვიანებული იყო. უყვე ყველაფერი გამოვლილი მქონდა. უკვე ყველაფერი წარსულში იყო. თუმცა ის შანსს აძლევდა მომავალ თაობებს.

ამ ყველაფერმა ძალიან ღრმა სულიერი იარა დამიტოვა!
და რამდენია ჩემნაირი? ან ჩემზე უარეს სიტუაციებში გამოვლილი? რამდენი ჩუმადაა და ხმას არ ამოიღებს და რამდენმა ისე ღრმად გადამალა თავის სულში ეს ტკივილი, რომ მართლაც "მიივიწყა"...

მსხვერპლი მარტო ისინი არ არიან, ვისაც დანა ან ტყვია მოხვდა! მხვერპლი იმ მახინჯი სისტემისა გაცილებით მეტია, და არა მხოლოდ ჩაგრულნი, არამედ მჩაგვრელნიც მსხვერლნი არიან (და შესაძლოა უფრო მეტადაც). მთელი თაობები დაიღუპა! ეს უნდა გავიაზროთ!

 

ჩათვალეთ ეს ჩემი ერთგვარი "ქამინგ აუთია", - წერს სოცქსელის ერთერთი მომხმარებელი ლაშა გაბელია.