პირველი იანვრიდან ოქროსფერ 50-თეთრიანებს ვეღარ გამოიყენებთ
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 19:50 · 169 ნახვა
პირველი იანვრიდან ოქროსფერ 50-თეთრიანებს ვეღარ გამოიყენებთ

 

2018 წლის პირველი იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტები ანგარიშსწორების მიზნით ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას აღარ მიიღებენ. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ იანვრამდე 5-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
”2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში”, - განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.