საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 42,4 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 20:20 · 34 ნახვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 42,4 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ, დღეს მხარი დაუჭირა სამწლიანი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებას. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარი. 

„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი“, რომლის მოცულობა ჯამში დაახლოებით 297.5 მილიონი დოლარია, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 12 აპრილს დაუმტკიცა. ფონდში ამბობენ, რომ საქართველოს პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარობს.