მეგან მარკლის პირველი ქორწინების დეტალები
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2017 22:41 · 75 ნახვა
მეგან მარკლის პირველი ქორწინების დეტალები

2018 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ სამეფო ქორწილში ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი საკურთხევლამდე მიმავალ გზას პირველად არ გაივლის.

პრინც ჰარისა და ამერიკელ მსახიობის მეგან მარკლის ნიშნობამ საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სამეფო ქორწინება ტრადიციების დარღვევით შედგება, რადგან პრინცი ჰარი მეგან მარკლისთვის პირველი ქმარი არ არის. როგორია ამერიკელი მსახიობის რომანტიკული წარსული? ამის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს.


იყო თუ არა მეგან მარკლი ადრე ქორწინებაში?
როგორც აღმოჩნდა, სამეფო ქორწილი პირველი შემთხვევა არ იქნება, სადაც მეგან მარკლი ხმამაღლა წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: "დიახ, თანახმა ვარ!".
2011 წელს, მეგან მარკლი შვიდ წლიანი ურთიერთობის შემდეგ ცოლად პროდიუსერ ტრევორ ენგელსონს გაჰყვა, რომელიც მასზე 5 წლით უფროსი იყო. ქორწინებამ დიდ ხანს არ გასტანა და უკვე 2013 წელს წყვილი განქორწინდა.

 

 

2014 წელს მეგანს კანადელ შეფ-პოვარ კორი ვიტელიოსთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც 2016 წლამდე გაგრძელდა. კორისა და მეგანს ურთიერთობის გასაჯაროვება არ სურდათ, თუმცა, ვიტელიომ საკუთარ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ მეგან მარკლის ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: "ჩემი ლედი".

 

 

უცხოურ მედიაში საუბრობენ, რომ როდესაც მეგან მარკლმა პრინცი ჰარი გაიცნო, ის ჯერ კიდევ არ იყო დაშორებული კორი ვიტელიოს. კანადელ შეფ-პოვარს მარკლი 2016 წლის გაზაფხულზე დაშორდა, თუმცა, ვიტელიო ბოლომდე უარყოფდა მარკლისა და ჰარის შესახებ გავრცელებულ ხმებს. შეკითხვაზე, იყო თუ არა პრინცი ჰარი მისი და მეგან მარკლის განშორების მიზეზი, ვიტელიო პასუხობდა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს.

 

მეგან მარკლიმ პრინცი ჰარი 2016 წლის ზაფხულში, მეგობართან გაიცნო. ნოემბერში მათ ოფიციალურად გაასაჯაროვეს საკუთარი ურთიერთობა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში საზოგადოებაში უკვე ერთად გამოჩნდენ. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობა რამდენიმე დღის წინ შედგა. სამეფო ქორწილი კი 2018 წლის მაისში იგეგმება.