თბილისში, 70 წლის ქალი 41 წლის საყვარელმა სცემა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 10:07 · 856 ნახვა
თბილისში, 70 წლის ქალი 41 წლის საყვარელმა სცემა

თბილისში, სამგორის რაიონში, 70 წლის ქალი მისმა 41 წლის საყვარელმა კაცმა სცემა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. itv.ge-ის ცნობით, ქალი ისე ძლიერად იყო ნაცემი, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

მრავლობითი დაჟეჟილობითა და სავარაუდოდ, თავის შერყევით, ქალბატონი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი კი იცინდენტის შემდეგ, სახლიდან გაიქცა.

თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი უცნობია, თუმცა დაზარალებული ქალი ინციდენტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ტეგები