რუსი სპორტსმენებს მოხსნა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან - პუტინის კომენტარი
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 10:37 · 183 ნახვა
რუსი სპორტსმენებს მოხსნა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან - პუტინის კომენტარი

მთავრობა ხელს არ შეუშლის რუს სპორტსმენებს მონაწილეობა მიიღონ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუს ათლეტებზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობას ოლიმპიურ ასპარეზობაში. 
როგორც 5 დეკემბერს გახდა ცნობილი, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე, რადგან დაადგინა, რომ ამ ქვეყანაში ანტიდოპინგური სისტემის „უპრეცედენტო სისტემატურ მანიპულაციას“ მიმართავდნენ. 

ტეგები