საქართველოს ეკონომიკა იზრდება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 11:05 · 16 ნახვა
საქართველოს ეკონომიკა იზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შედეგად, საქართველო დაახლოებით 42.4 მილიონი აშშ დოლარს მიიღებს. სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა.  

გარდა ამისა, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტში აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტი შემდგომ ფისკალურ კონსოლიდაციას ითვალისწინებს, ხოლო სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა.

ტეგები