მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს არ აღიარებს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 11:34 · 130 ნახვა
მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულებიდან ორი პირი ბრალს არ აღიარებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულებიდან ორი ბრალს არ აღიარებს. ერთ-ერთის უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქალაქო სასამართლო დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს, თუმცა საქმეში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია, ამიტომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ადვოკატის მერაბ მამულაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც უარყოფს ბრალდებას, თუმცა გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას უცნობია. 

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

ტეგები