ჯანელიძე იტალიელ კოლეგას შეხვდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 11:37
ჯანელიძე იტალიელ კოლეგას შეხვდა

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იტალიელ კოლეგა ანჯელინო ალფანოსს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და იტალიის მეგობრული ურთიერთობები. იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ, ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მიხეილ ჯანელიძემ იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

ტეგები