კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადება ვრცელდება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 11:53 · 116 ნახვა
კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საგანგებო განცხადება ვრცელდება

ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

”კალიფორნიის შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. ადგილობრივი ხელისუფლება გუშინდელი დღიდან აცხადებს საევაკუაციო გეგმებს. კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გთხოვთ შეასრულოთ ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებები. საჭიროების შემთხვევაში თავშესაფრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ Red Cross-ის ცხელ ხაზს – 866-272-2237 ან დაგვიკავშირდით გენერალურ საკონსულოს Facebook გვერდზე ან შემდეგ ტელეფონზე 212-922-1722.

ადგილზე არსებული მდგომარეობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე. http://emergency.lacity.org/skirball-fire", – ნათქვამია განცხადებაში.

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა წყნარი ოკეანის მიმდებარე ტერიტორიებს მიაღწია. უსაფრთხოების მიზნით უკვე 200 ათასზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ტეგები