ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასები დადგინდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:11 · 1054 ნახვა
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასები დადგინდა

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.

ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის უქონლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ტეგები