ქართულ-ნორვეგიული სწავლება დასრულდა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:10 · 11 ნახვა
ქართულ-ნორვეგიული სწავლება დასრულდა

საშტაბო-სამეთაურო სწავლებაპალდო 2017“ დასრულდა. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე ბანაკპალდოშისწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

 

ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.


ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს. ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ივარ ჰოფის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

 

ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა


ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშენორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტის მეორე ეტაპს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.

 


ტეგები