"რა ხელფასი, რის ხელფასი" - კოტე მათითაშვილი "იმედზე" გადასვლას ეხმაურება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:34 · 3211 ნახვა
"რა ხელფასი, რის ხელფასი" - კოტე მათითაშვილი "იმედზე" გადასვლას ეხმაურება

პოპულარული და რეიტინგული გადაცემა "ექიმები" ახალი სეზონიდან "რუსთავი 2"-ის ნაცვლად ტელეკომპანია "იმედზე" გავა. ფაქტს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

"აი, რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით! ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ კარგად და მონდომებით, „იმედი“ იქნება თუ „რ-2“, მთავარი გუნდია და ადამიანები ,ვინც ამ საქმეს აკეთებდნენ და აკეთებენ! რა დაგემართათ, ადამიანებო, შეირგეთ და შეგვარგეთ რა! ვმუშაობთ და თავს არ ვიზოგავთ, რა ხელფასი, რის ხელფასი! წარმოდგენა არ გაქვთ, რა ხდება ტელევიზიებში და აქ იმოძღვრებით! არ შეიძლება ნეგატივის გაერეშე რომ წეროთ ?????? ვახ!", - წერს კოტე მათითაშვილი.