მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:53 · 55 ნახვა
მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებენ, - ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, მერაბ მამულაძემ პირველ არხს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ განჩინება სააპელაციო წესით არ გავასაჩივროთ. აღნიშნული განჩინება არ უნდა გავასაჩივროთ და თუ რა არის ამის მიზეზი, არ შემიძლია თქმა. დაცვის მხარემ ეს გადაწყვეტილება მიიღო ერთობლივად. ის ბრალს არ აღიარებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვერ ვისაუბრე დეტალურად და ამ ეტაპზე მარტო ამის თქმა შემიძლია. აღკვეთის ღონისძიება და ბრალეულობა ერთმანეთთან კავშირში არ არის. არ გვსურს საუბარი იმაზე, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, – განაცხადა მერაბ მამულაძემ.

5 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი სრულწლოვანი პირი პატიმრობაში დატოვა. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თენგიზ კალანდია.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

ტეგები