"ამ ეტაპზე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რამეთუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის" - განათლების მინისტრი
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 13:56 · 6 ნახვა
"ამ ეტაპზე დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რამეთუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის" - განათლების მინისტრი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თბილისის 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა სკოლების მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ ეტაპზე არ დგას.

„ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს ამ გარემოების გარშემო და გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, მას ყველას მოეთხოვება პასუხი, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რამეთუ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის“, - განაცხადა ჩხენკელმა.

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

ტეგები