პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:04 · 8 ნახვა
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. 

99-კანონპროექტისგან შემდგარ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ძირითადი - ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 83-ხმით მიიღეს. 

დღესვე დაგეგმილია ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და მისი საბოლოოდ დამტკიცება. 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება. 

ტეგები