კატაფალკიდან კუბო გადმოვარდა და შუა ქუჩაში მიგორავდა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:14 · 240 ნახვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს საკაცე ცხედრით, რომელიც შუა ქუჩაში მიგორავს.

ინციდენტი ახალ ზელანდიაში მოხდა. საკაცე კატაფალკიდან გადმოვარდა.

მძღოლმა კატაფალკის საბარგულის კარი მჭიდროდ არ დახურა, გზაჯვარედინზე მოხვევის დროს კი საკაცე ცხედართან ერთად გადმოვარდა და შუა ქუჩაში გაგორდა.

ავტომობილის მძღოლის თქმით, ყვირილი გაიგონა, შემდეგ კი დაინახა გზაზე მიმავალი საკაცე, რომელზე ტომარაში გახვეული ცხედარი ესვენა.

თუმცა ადგილობრივმა დამკრძალავმა ბიურომ თავის მხრივ ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ საკაცეზე ცარიელი ტომარა იდო.

 

წყარო