ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება - გახარია მოქალაქეობის შესახებ
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:18 · 74 ნახვა
ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება - გახარია მოქალაქეობის შესახებ

ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი მოქალაქეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტები მისგან დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან 2000 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. 

„ეს საკითხი ძალიან აქტუალური ხდება. ერთხელ პირდაპირ ეთერში მაქვს გაცემული პასუხი და კიდევ ერთხელ გავცემ - დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, წერტილი“, - განაცხადა გახარიამ.

ტეგები