"კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს"
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 14:21 · 277 ნახვა
"კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს"

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიცია სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს.

როგორც გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ე.წ. უბნის ინსპექტორი დღეს ვერ ჩაერთვება სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში.

“სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, განაპირობა თუ არა კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული ცვლილებები უწყების მიმართ ბევრმა კრიტიკამ, შს მინისტრი აცხადებს, რომ კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმა უნდა განხორციელდეს იმ მიზნებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის.

“კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ ძირითადი რეფორმების, რომლებსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტეგები