ზუგდიდს საახალწლო სანათები თბილისის მერიამ ათხოვა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 15:23 · 29 ნახვა
ზუგდიდს საახალწლო სანათები თბილისის მერიამ ათხოვა

საახალწლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის მორთვა უკვე დაიწყეს. მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულო სანათები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია თბილისის მერიამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ათინათი" ავრცელებს.

„ამ ეტაპზე ქალაქის მორთვა იმ სანათებით დავიწყეთ, რაც გაგვაჩნია. ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, თბილისის მერიას შესაბამისი წერილით მივმართეთ და სანათები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თხოვების ფორმით გადმოგვცა", - აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საახალწლო სანათების შესაძენად 53 ათას ლარზე მეტი გამოიყო.