1 იანვრიდან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 15:25 · 32 ნახვა
1 იანვრიდან ავტომობილებზე საჭის გადატანა აიკრძალება

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს, ასეთი ავტომობილებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ამასთან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ. მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

ვრცლად თემის შესახებ იხილეთ ინტერვიუ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ მიხეილ ხმალაძესთან.