მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 16:08 · 65 ნახვა
მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქის მერიის მიზანია, თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით - საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ტეგები