"ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?"- კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2017 16:41 · 596 ნახვა
"ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?"- კალაძე ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს საახალწლო განათებებთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ხელშეკრულება მილანურ კომპანიასთან დავით ნარმანიას მერობის დროს გაფორმდა და ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო. 

"ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ? კარგით, ხუმრობა იქეთ იყოს… მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს. ჩვენი დედაქალაქი ყოველთვის იქნება საუკეთესო ქალაქებს შორის. საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, როგორიც სჭირდება თბილისს და ჩვენს მოქალაქეებს, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი და საუკეთესო. მუშაობას შევუდექი ნოემბრიდან, ხოლო ეს ხელშეკრულება გაფორმდა, თუ სწორად მახსოვს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. სწორი გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 620 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან კომპანიასთან გაფორმდა", - განაცხადა კალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც მერიამ შეარჩია, იტალიურია და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ტეგები